EN

გამოცემები

დარგის ექსპერტი (SME) – ბიზნესის განვითარება
calendar23.02.2026

დარგის ექსპერტი (SME) – ბიზნესის განვითარება

ჩვენ ამჟამად ვეძებთ დარგის ექსპერტს (SME).
თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ GIAC-ის ხელმძღვანელობასთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან, რათა შექმნათ ბიზნესის განვითარების ყოვლისმომცველი და ქმედითი სტრატეგია, კერძოდ:
  • სტრატეგიული ზრდა: ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • ფინანსური მდგრადობა: გრძელვადიანი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების შემუშავება.
  • მხარეებთან ურთიერთობა: პარტნიორებთან და ფართო იურიდიულ საზოგადოებასთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
  • მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა: GIAC-ის ცნობადობის ასამაღლებლად და ჩვენი უპირატესობების წარმოსაჩენად კამპანიების დაგეგმვა.
  • გაუმჯობესებული ციფრული ხილვადობა: ჩვენი ონლაინ-პლატფორმებისა და ციფრული ჩართულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება.
  • საკონსულტაციო მომსახურება: GIAC-ის გუნდისთვის მაღალი დონის, სტრატეგიული კონსულტაციების გაწევა ბიზნესის განვითარების კუთხით.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • გამოცდილება: ბიზნესის განვითარების სფეროში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი შესაბამისი გამოცდილება.
  • სექტორის ცოდნა: დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში (არბიტრაჟის/მედიაციის ცენტრებთან) მუშაობის ან სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან/და სამართლის მიმართულებით (დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საკითხების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
  • ენების ცოდნა: ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ფლობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი. პოზიცია ითვალისწინებს საჭიროებისამებრ GIAC-ის ოფისში მუშაობას.

კონტრაქტის დეტალები ხანგრძლივობა: 6-თვიანი საწყისი კონტრაქტი (შესრულებული სამუშაოსა და ინსტიტუციური საჭიროებების საფუძველზე გახანგრძლივების პერსპექტივით).

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება თქვენი შესაბამისი გამოცდილება, და ორი სარეკომენდაციო წერილი ელფოსტაზე: info@giac.ge 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი, 2026