მხარეებისთვის, რომლებსაც სურთ, მათ საარბიტრაჟო დავაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა იმოქმედოს, როგორც დამნიშვნელმა ორგანომ, რეკომენდებულია, გამოიყენონ ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტული შეთანხმება. მხარეებმა უნდა შეიტანონ შესაბამისი შესწორებები:
არბიტრების დანიშვნას განახორციელებს ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“, ცენტრის საარბიტრაჟო წესების მე-2 დანართის შესაბამისად.