EN

გამოცემები

საარბიტრაჟო წესები 2023
calendar25.12.2022

საარბიტრაჟო წესები 2023

2023 წლის 1 იანვრიდან GIAC-ის განახლებული საარბიტრაჟო წესები შედის ძალაში. ცვლილებები მოიცავს როგორც პროცედურულ, ასევე ტექნიკურ მიმართულებებს, რომელთა მიზანია, საარბიტრაჟო პროცესის გამარტივება და ზოგადად, არბიტრაჟის, როგორც დავის გადაჭრის ყველაზე ეფექტური მექანიზმის მიმართ სანდოობის ზრდა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლიდან:

• საარბიტრაჟო პროცესის დაწყება შესაძლებელი გახდება ელექტრონული ფორმით და აღარ იქნება საჭირო GIAC-ის სამდივნოსთვის საარბიტრაჟო განაცხადის მატერიალური სახით გაგზავნა;
• GIAC-ის წესებში იქნება პირდაპირი მითითება ზეპირი მოსმენების დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობის შესახებ. დასაშვებია მოსმენების ჩატარება როგორც ფიზიკური, ისე დისტანციური დასწრების რეჟიმში ვიდეო კონფერენციის, ტელეფონის ან სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით;
• წესებში ასევე ემატება საგანგებო არბიტრაჟი ინსტიტუტი, რაც მომხმარებელთა მოთხოვნით არის განპირობებული და უზრუნველყოფს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებამდე.
• დამატებით წესებში შესულია სხვადასხვა ტექნიკური ცვლილებები, რიგი საკითხების დახვეწისა და დავების გადაწყვეტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

განახლებული საარბიტრაჟო წესები უფრო მოქნილს გახდის დავის წარმოებას საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე, უზრუნველყოფს პროცესის მაღალ გამჭვირვალობასა და სანდოობას.

საარბიტრაჟო წესების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.