EN

გამოცემები

GIAC-ი წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სამუშაო ჯგუფში (ADR)
calendar19.05.2022

GIAC-ი წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სამუშაო ჯგუფში (ADR)

2022 წლის 12 მაისს, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამამ (CLDP) გამართა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სამუშაო ჯგუფის პირველი ოფიციალური შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში. ახალი სამუშაო ჯგუფი შედგება წევრებისგან, რომელიც არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმები გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური ბიზნესისთვის რეგიონში კომერციული დავების გადაწყვეტად.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი და სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო GIAC-ის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ. შეხვედრაზე ბექა ინჯიამ განიხილა რეგიონში ADR-ის განვითარების პერსპექტივები და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის როლი პროცესში.

სამუშაო შეხვედრის პარალელურად, ბექა ინჯიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპისა და CIS-ის ქვეყნების საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა თბილისში, 2022 წლის 13 მაისს. ბექა ინჯია სიტყვით გამოვიდა პანელში, რომელიც ეხებოდა არბიტრაჟის გამოწვევებს და შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში.

სამუშაო ჯგუფი მომდევნო წლებშიც გეგმავს რეგიონული ღონისძიებების გამართვას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში დავების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებს, რეგიონულ თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლას.