EN

დამნიშვნელი ორგანო

დამნიშვნელი ორგანო

საერთაშორისო დონეზე ფართოდ დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მხარეები არბიტრთა დამნიშვნელ ორგანოდ მესამე პირს ასახელებენ.

საარბიტრაჟო ცენტრს აქვს როგორც პროფესიონალური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები, მხარეთა ინსტრუქციებისა და ამგვარი ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მე-2 დანართის შესაბამისად იმოქმედოს, როგორც არბიტრის დამნიშვნელმა ორგანომ.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეს სურს საარბიტრაჟო ცენტრი დაასახელოს არბიტრის დამნიშვნელ ორგანოდ, რეკომენდებულია მხარეებმა გამოიყენონ ამგვარი შემთხვევისათვის სპეციალურად შექმნილი სტანდარტული შეთანხმების ტექსტი. არბიტრის დანიშვნის საჭიროების დადგომისას, შესაბამისმა მხარე(ებ)მ(ა) ან მესამე პირმა, რომელიც აღჭურვილია სათანადო უფლებამოსილებით, უნდა მიმართოს საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოს ელექტრონულ მისამართზე: info@giac.ge, ან გამოგზავნოს წერილობითი შეტყობინება ფოსტით მისამართზე: ნ. შატაიძის ქ. N29, ქ. თბილისი, 0114, საქართველო. მხარეებმა, ან მესამე პირებმა, უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით.