EN

საარბიტრაჟო წესები

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

 გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია რუსულად (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) 

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ქართულად (2014 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით)

გადმოწერეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების pdf ვერსია ინგლისურად (2014 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით)

 

 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის 

საარბიტრაჟო წესები (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

ნაწილი I − ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი
მუხლი 2. მოქმედების სფერო
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
მუხლი 4. შეტყობინებები და კომუნიკაციები
მუხლი 5. ვადები

ნაწილი II − საარბიტრაჟო პროცესის დაწყება
მუხლი 6. საარბიტრაჟო განაცხადი
მუხლი 7. პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე
მუხლი 8. შეგებებული სარჩელი
მუხლი 9. რეგისტრაციის საფასური
მუხლი 10. საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
მუხლი 11. საქმეთა გაერთიანება და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვა

ნაწილი III − საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა
მუხლი 12. არბიტრთა რაოდენობა
მუხლი 13. არბიტრთა დანიშვნა
მუხლი 14. არბიტრთა დანიშვნა მრავალმხარიან არბიტრაჟში
მუხლი 15. არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
მუხლი 16. არბიტრების ეროვნება და კვალიფიკაცია
მუხლი 17. არბიტრების აცილება
მუხლი 18. არბიტრების შეცვლა
მუხლი 19. საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება

ნაწილი IV − საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 20. საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემა
მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის წარმართვა
მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
მუხლი 23. საარბიტრაჟო განხილვისთვის გამოსაყენებელი წესები
მუხლი 24. გამოსაყენებელი სამართალი
მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ენა
მუხლი 26. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
მუხლი 27. პროცედურული კრება და პროცედურული განრიგი
მუხლი 28. საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლა
მუხლი 29. მტკიცებულებები
მუხლი 30. ზეპირი მოსმენა
მუხლი 31. საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარუდგენლობა
მუხლი 32. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
მუხლი 33. საგანგებო არბიტრაჟი
 მუხლი 34. საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტა
მუხლი 35. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება
მუხლი 36. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები

ნაწილი V − საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 37. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა
მუხლი 38. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სახეები და შინაარსი
მუხლი 40. მხარეთა მორიგება
მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი
მუხლი 42. საარბიტრაჟო საბჭოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური გადახედვა
მუხლი 43. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება და შესწორება

ნაწილი VI − ხარჯები
მუხლი 44. ხარჯების ავანსი
მუხლი 45. საარბიტრაჟო ხარჯების გაანგარიშება
ნაწილი VII − დასკვნითი დებულებები
მუხლი 46. კონფიდენციალურობა
მუხლი 47. გაუთვალისწინებელი გარემოებები
მუხლი 48. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
მუხლი 49. უარი უფლების გამოყენებაზე
მუხლი 50. წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დანართი I
ხარჯების ცხრილი
მუხლი 1. რეგისტრაციის საფასური
მუხლი 2. ადმინისტრაციული გადასახადი
მუხლი 3. არბიტრთა ჰონორარი

დანართი II
საარბიტრაჟო ცენტრი, როგორც დამნიშვნელი ორგანო

დანართი III
სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება

დანართი IV
დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები

დანართი V
საგანგებო არბიტრის წესები


 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები

ნაწილი I − ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი

 
  1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (შემდგომ − „საარბიტრაჟო ცენტრი“) არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (შემდგომ − „პალატა“) მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული. საარბიტრაჟო ცენტრი რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით და თავის ფუნქციებს ასრულებს პალატისგან დამოუკიდებლად.
 
  1. საარბიტრაჟო ცენტრს ჰყავს გამგეობა, სამდივნო და საარბიტრაჟო საბჭო. საარბიტრაჟო ცენტრის ორგანოთა სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით1.
 
  1. საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო დავებს თავად არ წყვეტს. საარბიტრაჟო ცენტრის ფუნქციაა, ადმინისტრირება გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივ საარბიტრაჟო განხილვებს ამ საარბიტრაჟო წესების (შემდგომ − „წესები“), საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ცენტრი ხელს უწყობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს ფუნქციების შესრულებაში წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტას ახორციელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია ყოველ კონკრეტულ დავაზე.

მუხლი 2. მოქმედების სფერო
 
  1. საარბიტრაჟო ცენტრი ადმინისტრირებას უწევს სრულ საარბიტრაჟო პროცესს, რომელიც წარიმართება წესების, საარბიტრაჟო ცენტრის სხვა წესების ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა რომელიმე პროცედურის ან წესების შესაბამისად.
 
  1. თუ მხარეები წესების გამოყენებაზე შეთანხმდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან, მათი საარბიტრაჟო დავა მხოლოდ საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით იქნეს განხილული; შეთანხმება საარბიტრაჟო ცენტრის მიერ საქმის ადმინისტრირებაზე ნიშნავს, რომ მხარეები თანახმა არიან მათი საქმე განხილულ იქნეს წესების შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რომელიმე წესების გამოყენებაზე არ შეთანხმებულან. აღნიშნულ შემთხვევებში საარბიტრაჟო საქმის განხილვა წესების იმ ვერსიის მიხედვით წარიმართება, რომელიც ძალაშია საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან გარკვევით.
 
  1. მხარეთა შეთანხმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟზე ნიშნავს მათ შეთანხმებას საარბიტრაჟო დავის წესებით და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრირებით განხილვაზე, თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო დავის შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესებით განხილვაზე, რომელთა მოქმედება 2012 წელს შეწყდა. აღნიშნულ შემთხვევაში საარბიტრაჟო ცენტრი საარბიტრაჟო პროცესს ადმინისტრირებას უწევს შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს“ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წესებში ქვემოთ მოცემულ ტერმინებს და ფრაზებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამდივნო − საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს საარბიტრაჟო პროცესს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებისა და წესების შესაბამისად;

ბ) საარბიტრაჟო საბჭო − საარბიტრაჟო ცენტრის ორგანო, რომელიც ასრულებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებითა და წესებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

გ) საარბიტრაჟო შეთანხმება − შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომლებიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე;

დ) საარბიტრაჟო წესები (ან წესები) − წინამდებარე საარბიტრაჟო წესები, რომლებიც დამტკიცებულია გამგეობის მიერ საარბიტრაჟო ცენტრის წესდების შესაბამისად;

ე) შიდა წესები − წესები, რომლებიც მიღებულია საარბიტრაჟო ცენტრის წესდების მე-5 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ვ) საარბიტრაჟო ტრიბუნალი − ერთი არბიტრი ან სამარბიტრიანი ტრიბუნალი, რომელიც იქმნება წესების შესაბამისად;

ზ) გამგეობა − საარბიტრაჟო ცენტრის ორგანო, რომელიც შექმნილია საარბიტრაჟო ცენტრის წესდების შესაბამისად;

თ) საარბიტრაჟო მოსარჩელე − ერთი ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე; ი) საარბიტრაჟო მოპასუხე − ერთი ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე;

კ) მხარე - საარბიტრაჟო მოსარჩელე (ები), საარბიტრაჟო მოპასუხე (ები) ან დავის დამატებითი მხარეები (არსებობის შემთხვევაში);

ლ) მხარეები - საარბიტრაჟო მოსარჩელე (ები), საარბიტრაჟო მოპასუხე (ები), ან დავის დამატებითი მხარეები (არსებობის შემთხვევაში);
მ) გადაწყვეტილება − მოიცავს ნაწილობრივ ან საბოლოო გადაწყვეტილებას.

მუხლი 4. შეტყობინებები და კომუნიკაციები

 
  1. ნებისმიერი შეტყობინება და კომუნიკაცია, მხარის, საარბიტრაჟო ტრიბუნალის და სამდივნოს მიერ შესრულებული უნდა იყოს წერილობით. როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია მხარეს ეხება, იგი უნდა იქნას გაგზავნილი მიმღები მხარის ან მისი წარმომადგენლის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც მხარის მიერ არის შეტყობინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. შეტყობინება ან კომუნიკაცია შეიძლება შესრულდეს დაზღვეული წერილის, დარეგისტრირებული ფოსტის, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან სხვა რომელიმე სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც ადასტურებს მის მიღებას.
 
  1. შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება იმ დღეს ჩაბარებულად, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიიღო ის ან იმ დღეს, როდესაც უნდა მიეღო ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
 
  1. შეტყობინებები და კომუნიკაციები შეიძლება გადაცემულ იქნას მხარის წარმომადგენლის მისამართზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარე საარბიტრაჟო ცენტრს ან სამდივნოს მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტულ საარბიტრაჟო დავაზე ან საარბიტრაჟო განხილვაზე მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესახებ.
 
  1. სამდივნოს უნდა გაეგზავნოს საარბიტრაჟო განაცხადი მატერიალური ფორმით ან ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით საარბიტრაჟო განაცხადი სამდივნოს წარედგინება იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო. საარბიტრაჟო პროცესის დაწყების შემდეგ მხარეების ყველა შეტყობინება, დოკუმენტი და კომუნიკაცია ეგზავნება სამდივნოს მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითოეული წევრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი შეთანხმდნენ, რომ ყველა ზემოთ
 
აღნიშნული ინფომრაციის წარმოდგენა განხორციელდეს პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
 
  1. სამდივნოს უნდა გაეგზავნოს ყველა შეტყობინების, დოკუმენტის და კომუნიკაციის ასლი.

მუხლი 5. ვადები

წესების შესაბამისად განსაზღვრული ან წესებით დადგენილი ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, აღნიშნული რიცხვის მომდევნო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო სამუშაო დღიდან. ვადის გამოთვლისას გაითვალისწინება ოფიციალური დასვენების დღეები და არასამუშაო დღეები. თუ მინიჭებული შესაბამისი ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადა იწურება მომდევნო პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.

ნაწილი II − საარბიტრაჟო პროცესის დაწყება

მუხლი 6. საარბიტრაჟო განაცხადი

 
  1. ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც სურს დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო განაცხადი, შიდა წესებით განსაზღვრულ ან საარბიტრაჟო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ ელექტრონულ ან ფაქტიურ მისამართზე ან ამისთვის განკუთვნილი ელექტრონული პორტალის მეშვეობით.
 
  1. საარბიტრაჟო პროცესი ჩაითვლება იმ რიცხვში დაწყებულად, როდესაც სამდივნომ მიიღო საარბიტრაჟო განაცხადი.
 
  1. საარბიტრაჟო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);

ბ) დავის მიმოხილვას და იმ ფაქტებს, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;

გ) განცხადებას თუ რა მოთხოვნები აქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს და თითოეული მოთხოვნის ოდენობას. თუ მოთხოვნის (მოთხოვნების) კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია − ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) მიახლოებით ფულად ღირებულებას საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღისთვის;

დ) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა (მოთხოვნები);

ე) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ზ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).

 
  1. მატერიალური ფორმით საარბიტრაჟო განაცხადი წარედგინება იმდენი ასლად, რამდენიც განსაზღვრულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით. ნებისმიერ შემთხვევაში საარბიტრაჟო განაცხადს უნდა ერთოდეს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
  1. საარბიტრაჟო განაცხადი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო სარჩელის, მტკიცებულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუდგინოს გონივრული ვადა ხარვეზების და/ან შეცდომების გამოსასწორებლად. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე დამატებით ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზებს, სამდივნოს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე, რა შემთხვევაშიც საარბიტრაჟო პროცესი არ გაგრძელდება. საარბიტრაჟო განაცხადის რეგისტრაციაზე ამგვარი უარის თქმა საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ ართმევს იმავე მოთხოვნის (მოთხოვნების) მოგვიანებით სხვა საარბიტრაჟო პროცესზე დაყენების უფლებას.
 
  1. სამდივნო საარბიტრაჟო განაცხადის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ საარბიტრაჟო განაცხადის ასლს შესაბამის დოკუმენტებთან ერთად უგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს.

მუხლი 7. პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე
 
  1. საარბიტრაჟო მოპასუხემ სამდივნოს მიერ გაგზავნილი საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30

(ოცდაათი) დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე (შემდგომ −

„პასუხი“). მატერიალური ფორმით პასუხი წარედგინება იმდენ ასლად, რამდენიც გათვალისწინებულია წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით. 2. პასუხი უნდა შეიცავდეს:

ა) საარბიტრაჟო მოპასუხის და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.);

ბ) საარბიტრაჟო მოპასუხის მოსაზრებასა და პოზიციას საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა, აგრეთვე საარბიტრაჟო მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

გ) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის და საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობის შესახებ, თუმცა თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ დააყენებს ამგვარ შედავებას (პრეტენზიას) პასუხში, მას არ ერთმევა უფლება დააყენოს ასეთი პრეტენზია ნებისმიერ დროს არაუგვიანეს საარბიტრაჟო შესაგებელის წარმოდგენის მომენტისა;

დ) დასანიშნ არბიტრთა რაოდენობას წესების მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში);

ე) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).

 
  1. სამდივნოს შეუძლია საარბიტრაჟო მოპასუხეს გაუგრძელოს ვადა გონივრული დროით პასუხის წარმოდგენისთვის, თუ საკუთარი შეხედულებისამებრ მიიჩნევს, რომ ვადის ამგვარი გაგრძელების მიზეზი საპატიოა.
 
  1. სამდივნო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უგზავნის პასუხს და თანდართულ დოკუმენტებს.
  2. საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობა არ აჩერებს საარბიტრაჟო პროცესს.
 
  1. პასუხი სამდივნოსთვის წარდგენილად ითვლება საარბიტრაჟო შესაგებელის, მტკიცებულებების და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, თუ ის ასევე შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
 
მუხლი 8. შეგებებული სარჩელი
 
  1. საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს წარმოადგინოს შეგებებული სარჩელი საარბიტრაჟო მოსარჩელის წინააღმდეგ.
 
  1. შეგებებული სარჩელ(ებ)ი სამდივნოში შეიძლება წარდგენილ იქნას პასუხთან ერთად. შეგებებულ სარჩელზე თანაბრად ვრცელდება წესების მე-6 მუხლის მოთხოვნები.
 
  1. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე წარმოადგენს პასუხს, რაზეც ვრცელდება წესების მე-7 მუხლის დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 9. რეგისტრაციის საფასური
 
  1. საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენისას საარბიტრაჟო მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური საარბიტრაჟო განაცხადის წარდგენის დღისთვის ძალაში მყოფი ხარჯების ცხრილის (წესების დანართი I) შესაბამისად.
 
  1. შეგებებული სარჩელის ან მესამე პირის ჩართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხე ან მესამე პირად ჩართვის მომთხოვნი მხარე იხდის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეგისტრაციის საფასურის ოდენობის ნახევარს.

მუხლი 10. საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
 
  1. თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის დაყენებული მოთხოვნა, არ წარადგენს პასუხს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან შინაარსის შესახებ, ან სვამს საკითხს, შესაძლებელია თუ არა ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ამ განხილვის ფარგლებში დაყენებული ყველა მოთხოვნის გადაწყვეტა, საარბიტრაჟო პროცესი გაგრძელდება და იურისდიქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე ან ერთი საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნების განხილვის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამდივნო ამ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს.
 
  1. იმ შემთხვევაში თუ სამდივნო საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობასთან, ნამდვილობასთან ან შინაარსთან დაკავშირებულ საკითხს გადასაწყვეტად გადასცემს საარბიტრაჟო საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გაგრძელდეს საარბიტრაჟო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ცენტრს აშკარად არ აქვს აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაზე იურისდიქცია.

მუხლი 11. საქმეთა გაერთიანება და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვა
 
  1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სამდივნოს მიერ ამ მოთხოვნის საარბიტრაჟო საბჭოსთვის გადაცემის შემდეგ, საარბიტრაჟო საბჭოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი საარბიტრაჟო საქმის მიმდინარე საარბიტრაჟო საქმესთან გაერთიანების შესახებ, თუ:

ა) მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანებაზე; ან

ბ) ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზეა დაყენებული.

 
  1. საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, დანიშნულია თუ არა ერთი ან მეტი არბიტრი ერთ ან რამდენიმე საარბიტრაჟო განხილვაზე და რა ეტაპზეა საარბიტრაჟო პროცესი.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდე საარბიტრაჟო საბჭო წყვეტს საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვის საკითხს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე (მოთხოვნა საქმეში მესამე პირის/დამატებითი მხარი ჩართვის შესახებ) იმ პირობით, რომ ნებისმიერი მესამე პირმა / დამატებითმა მხარემ და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვის მომთხოვნმა მხარემ განაცხადეს ამაზე თანხმობა წერილობით და ყველა შესაბამისი გარემოების (მათ შორის, ყველა სხვა მხარის პოზიციის) გათვალისწინებით. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის
 
შემდეგ, იგი წყვეტს საქმეში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნას.
 
  1. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა საქმეში მესამე პირის /დამატებითი მხარის ჩართვის შესახებ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდეა დაყენებული, მესამე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნაში წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
 
  1. მოთხოვნა საქმეში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
 
  1. სამდივნომ უნდა გაუგზავნოს მოთხოვნა საქმეში მესამე პირის / დამატებითი მხარის ჩართვის შესახებ ყველა სხვა მხარეს. ამ მოთხოვნას თითოეულმა მხარემ უნდა უპასუხოს მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

ნაწილი III − საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა

მუხლი 12. არბიტრთა რაოდენობა

 
  1. დავას განიხილავს ერთი ან სამი არბიტრისგან შემდგარი ტრიბუნალი.
 
  1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრთა რაოდენობაზე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრთა რაოდენობაზე, დავას განიხილავს ერთი არბიტრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო საბჭო, დავის სირთულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საჭიროა სამი არბიტრის დანიშვნა.

მუხლი 13. არბიტრთა დანიშვნა
 
  1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ერთი არბიტრის დანიშვნის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნის ამ მუხლით გათვალიწინებულისგან განსხვავებულ პროცედურაზე. თუ მხარეები ასეთ პროცედურაზე არ შეთანხმებულან ან პროცედურა ერთი არბიტრის დანიშვნისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის შექმნისთვის საკმარისად ნათელი არ არის, არბიტრი ინიშნება (არბიტრები ინიშნებიან) ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით.
 
  1. როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, მხარეებს, მათი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ დაასახელონ ერთი არბიტრის კანდიდატურა, რომელსაც ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო განაცხადის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ან დამატებით ვადაში, რომელიც სამდივნოს მიერ შეიძლება იქნას დაწესებული, მხარეების მიერ არ იქნება დასახელებული არბიტრი, მას დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო. დავის განმხილველი ერთი არბიტრი დანიშნულად ითვლება მისი საარბიტრაჟო საბჭოს დადასტურების დღიდან.
 
  1. როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თითოეული მხარე ასახელებს ერთ არბიტრს. საარბიტრაჟო მოსარჩელე არბიტრს ასახელებს საარბიტრაჟო განაცხადში, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე − 30 (ოცდაათი) დღის ვადაში თავის პასუხში საარბიტრაჟო განაცხადზე. თუ მხარე ვერ ან არ დანიშნავს არბიტრს, ამ პუნქტით ან სამდივნოს მიერ დამატებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში მას საარბიტრაჟო საბჭო დანიშნავს.
 
  1. როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, თუ მხარეები არბიტრის დანიშვნის სხვა პროცედურაზე არ შეთანხმებულან, უკვე დასახელებული ორი თანაარბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო, დადასტურების შემთხვევაში იგი ითვლება დანიშნულად. თუ სამდივნოს მიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის თანაარბიტრებისთვის წარდგენიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში, არ მოხდება მესამე არბიტრის დასახელება, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.
 
სამარბიტრიანი ტრიბუნალის წევრები დანიშნულად ითვლებიან თავმჯდომარის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დადასტურების დღიდან.
 
  1. არბიტრად შეიძლება დაინიშნოს პირი არა მხოლოდ საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიიდან.
 
  1. არბიტრის დანიშვნის და/ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის მხარეთა მიერ შეთანხმებული მეთოდის მიუხედავად, გამონაკლის შემთხვევებში, საარბიტრაჟო საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს არბიტრი და/ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის ყველა წევრი, რათა თავიდან იქნას აცილებული უთანასწორობისა და უსამართლობის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.

მუხლი 14. არბიტრთა დანიშვნა მრავალმხარიან არბიტრაჟში
 
  1. როდესაც საარბიტრაჟო პროცესში რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე მონაწილეობს და დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ერთად და რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხე ერთად ნიშნავენ თითო-თითო არბიტრს წესების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მხარეთა მიერ უკვე დანიშნული ორი თანაარბიტრი ასახელებს მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. მესამე არბიტრის კანდიდატურას ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო, დადასტურების შემთხვევაში იგი ითვლება დანიშნულად. თუ სამდივნოს მიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის თანაარბიტრებისთვის წარდგენიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან მხარეთა შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ვადაში, არ მოხდება მესამე არბიტრის დასახელება, მესამე არბიტრს დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო. სამარბიტრიანი ტრიბუნალის წევრები დანიშნულად ითვლებიან თავმჯდომარის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დადასტურების დღიდან.
 
  1. როდესაც დამატებითი მესამე პირი ერთვება საარბიტრაჟო საქმის განხილვაში ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად და როდესაც დავა სამარბიტრიანმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს, მესამე პირს უფლება აქვს, დანიშნოს არბიტრი საარბიტრაჟო მოსარჩელესთან ან საარბიტრაჟო მოპასუხესთან ერთად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
 
  1. როდესაც დავა ერთმა არბიტრმა უნდა განიხილოს, არბიტრის კანდიდატურა სახელდება ყველა მხარის შეთანხმების საფუძველზე, წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
 
  1. თუ რომელიმე მხარე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად ვერ დაასახელებს არბიტრს ერთობლივად, საარბიტრაჟო საბჭო ნიშნავს მთლიან საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

მუხლი 15. არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა
 
  1. თითოეული არბიტრი ყოველთვის უნდა იყოს და დარჩეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
 
  1. არბიტრმა დანიშვნამდე ხელი უნდა მოაწეროს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას. პოტენციურმა არბიტრმა უნდა გაამჟღავნოს ყველა ის ფაქტი ან გარემოება, რომლებმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სამდივნო მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების ასლს უგზავნის მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს.
 
  1. არბიტრმა დაუყოვნებლივ უნდა გაუმჟღავნოს სამდივნოს, მხარეებს და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარეობისას.

მუხლი 16. არბიტრების ეროვნება და კვალიფიკაცია
 
  1. როდესაც მხარეები სხვადასხვა ეროვნების არიან, ერთი არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე მხარეებისგან განსხვავებული ეროვნების უნდა იყოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ
 
შეთანხმებულან. თუ საარბიტრაჟო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, აირჩიოს იმავე ეროვნების არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე, რომლისაც არის რომელიმე მხარე, იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მხარე არ შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას პრეტენზიის განცხადებისთვის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
 
  1. არბიტრის დანიშვნის ან მისი დადასტურების დროს საარბიტრაჟო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს დავის ხასიათი, საარბიტრაჟო განხილვის ადგილი, ენა და გამოსაყენებელი სამართალი. საარბიტრაჟო საბჭომ ასევე უნდა გაითვალისწინოს პოტენციური არბიტრის ხელმისაწვდომობა საარბიტრაჟო საქმის განხილვის წესების შესაბამისად წარმართვაზე.

მუხლი 17. არბიტრების აცილება
 
  1. მხარემ შეიძლება დააყენოს არბიტრის აცილების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ის არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ან რაიმე სხვა საფუძვლით, სამდივნოსთვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განაცხადის გაგზავნით.
 
  1. არბიტრის აცილების შესახებ განაცხადი იგზავნება არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შესახებ მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღეში, ან იმ დღიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, როდესაც მხარემ შეიტყო არბიტრის აცილების მოთხოვნის გამომწვევი გარემოებები, თუ ეს მოხდა არბიტრის დანიშვნის ან დადასტურების შემდეგ. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარე არ მოითხოვს არბიტრის აცილებას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა ამ არბიტრის აცილების მოთხოვნის უფლების გამოყენებაზე.
 
  1. სამდივნო არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადის ასლს უგზავნის სხვა მხარეს (მხარეებს), საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებს და იმ არბიტრს, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, და მათ აძლევს საშუალებას, გარკვეულ ვადაში წერილობით გააკეთონ კომენტარი.
 
  1. თუ არბიტრი, რომლის აცილებაც არის მოთხოვნილი, გადაწყვეტს, არ გადადგეს, ან სხვა მხარე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში არ დაეთანხმება არბიტრის აცილების მოთხოვნას, ამ არბიტრის აცილების საკითხზე გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო საბჭო მიიღებს.

მუხლი 18. არბიტრების შეცვლა
 
  1. არბიტრი შეიცვლება, თუ: ა) არბიტრი გარდაიცვალა;

ბ) არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

გ) საარბიტრაჟო საბჭო დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;

დ) საარბიტრაჟო საბჭო სამდივნოს ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი

ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს წესებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.

 
  1. არბიტრის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შეცვლის შემთხვევაში სამდივნო მხარეებს აძლევს საშუალებას, წერილობით წარმოადგინონ პოზიციები არბიტრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
 
  1. არბიტრის შეცვლის შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება წესების მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული იმ პროცედურის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მოხდა არბიტრის დანიშვნა ან დასახელება.
 
  1. არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა იმ ეტაპიდან გრძელდება, რომელზედაც შეცვლილმა არბიტრმა შეწყვიტა საკუთარი ფუნქციების შესრულება, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ გადაწყვეტს სხვაგვარად.
 
  1. როდესაც საქმეს სამარბიტრიანი ტრიბუნალი განიხილავს, შესაბამისი არბიტრის შეცვლისას საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დარჩენილმა ორმა არბიტრმა გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო საბჭომ უნდა
 
გაითვალისწინოს საარბიტრაჟო საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპი, აგრეთვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა არბიტრებისა და მხარეების პოზიციები.

მუხლი 19. საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება

წესების მიზნებისთვის არბიტრის დანიშვნის, აცილების და შეცვლის შესახებ საარბიტრაჟო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

ნაწილი IV − საარბიტრაჟო განხილვა

მუხლი 20. საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემა

საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნისა და სამდივნოს მიერ განსაზღვრული ხარჯების ავანსის გადახდის შემდეგ სამდივნო საქმესა და თანდართულ დოკუმენტებს გადაცემს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.

მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის წარმართვა

 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უზრუნველყოფს საარბიტრაჟო განხილვის სწრაფად და ეკონომიურად წარმართვას.
 
  1. საარბიტრაჟო განხილვის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მიიღოს პროცედურული ზომები დადგენილების ფორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესებს ან მხარეთა შეთანხმებას. პროცედურული ზომების მიღებამდე საარბიტრაჟო ტრიბუნალი მართავს კონსულტაციებს მხარეებთან.
 
  1. ყველა დავაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს თავისი პოზიციების წარმოდგენის თანაბარი შესაძლებლობა.

მუხლი 22. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
 
  1. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს საარბიტრაჟო განხილვის ადგილს.
 
  1. თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალი საჭიროდ მიიჩნევს, ის უფლებამოსილია ზეპირი მოსმენები ან სხვა შეხვედრები გამართოს ნებისმიერ ადგილას. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ითათბიროს ნებისმიერ ადგილას თავისი შეხედულებისამებრ.
 
  1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება გამოტანილად საარბიტრაჟო განხილვის ადგილას.

მუხლი 23. საარბიტრაჟო განხილვისთვის გამოსაყენებელი წესები

საარბიტრაჟო განხილვისთვის გამოიყენება წესები, ხოლო როდესაც წესები არ ითვალისწინებენ კონკრეტულ საკითხს, მხარეთა შეთანხმება, ან ასეთი შეთანხმების არარსებობისას − წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მიღებული პროცედურული ზომები.

მუხლი 24. გამოსაყენებელი სამართალი

 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქმის არსებითი განხილვისას უნდა გამოიყენოს ნებისმიერი ის სამართალი ან სამართლის ნორმები, რომელზედაც (რომლებზედაც) მხარეები არიან შეთანხმებული, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას − იმ სამართალს ან სამართლის ნორმები, რომელსაც (რომლებსაც) იგი, საარბიტრაჟო დავის არსიდან გამომდინარე, ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს.
 
  1. მხარეთა მიერ არჩეული ნებისმიერი კონკრეტული ქვეყნის სამართალი გულისხმობს ამ სამართლის მატერიალურ ნორმებზე მითითებას და გამორიცხავს კოლიზიური სამართლის ნორმებს.

მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ენა
 
  1. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება იმ ენაზე, რომელზედაც მხარეები არიან შეთანხმებული. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ენას, საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს საარბიტრაჟო ტრიბუნალი.
 
  1. საარბიტრაჟო განხილვის ენისგან განსხვავებულ ენაზე წარმოდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს თან უნდა ერთოდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან მოლაპარაკების შემდეგ არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

მუხლი 26. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი სამდივნოს მიერ საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში ადგენს და მხარეებს წერილობითი შენიშვნებისთვის წარუდგენს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.
  2. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეთა და მათი წარმომადგენლების სახელწოდებებს, აღწერას, მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) არბიტრის (სამარბიტრიანი ტრიბუნალის შემთხვევაში − თითოეული არბიტრის) სახელს, აღწერას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

გ) მხარეთა სამართლებრივი ინტერესების და მოთხოვნების მონახაზს, აგრეთვე საარბიტრაჟო დავის ღირებულების ოდენობას;

დ) ინფორმაციას საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, ენის და გამოსაყენებელი სამართლის შესახებ;

ე) პროცედურულ წესებს, რომლებმაც საარბიტრაჟო ცენტრის წესებთან ერთად უნდა დაარეგულიროს საარბიტრაჟო განხილვა.

 
  1. მხარეები და საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) დღის ვადაში ხელს აწერენ საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას. თუ რომელიმე მხარე არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას, დადგენილება ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ მისი მეორე მხარისა და არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის ყველა წევრის ხელმოწერისას.
 
  1. მხარეებს არა აქვთ უფლება, საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერის შემდეგ დააყენონ ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას ამგვარი ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), მისი (მათი) არსის, საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარე ეტაპის ან სხვა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით.

მუხლი 27. პროცედურული კონფერენცია და პროცედურული განრიგი
 
  1. საარბიტრაჟო  ტრიბუნალი  საქმისა  და  თანდართული  დოკუმენტების  მისთვის  გადაცემის

შემდეგ, უმოკლეს ვადაში მხარეებთან მართავს პროცედურულ კონფერენციას მათთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევისთვის, წესების 21-ე მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის მართებულად წარმართვის მიზნით, აგრეთვე საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგის განსაზღვრისთვის.
 
  1. საარბიტრაჟო განხილვის მართებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს დამატებითი პროცედურული ზომები ან/და დააზუსტოს საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგი. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ მიზნით დამატებითი პროცედურული კონფერენციის გამართვა. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს მიზანშეწონილად პროცედურული განრიგი შეიძლება დანართის სახით დაერთოს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილებას.
 
  1. პროცედურული კონფერენცია შეიძლება გაიმართოს ნებისმიერი მისაღები ფორმით, მათ შორის, პირადად შეხვედრის ან ტელევიდეოკონფერენციის სახით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი წყვეტს კომუნიკაციის რომელი საშუალება იქნება გამოყენებული პროცედურული კონფერენციის ჩასატარებლად.

მუხლი 28. საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებელის გაცვლა
 
  1. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;

ბ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;

გ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე; დ) საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნებს.

 
  1. თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მან საარბიტრაჟო საქმის პროცედურული განრიგით გათვალისწინებულ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვაგვარად განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ნებისმიერ შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციასთან ან მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობასთან დაკავშირებით (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

გ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოპასუხე აფუძნებს საარბიტრაჟო შესაგებელს, აგრეთვე შეგებებულ სარჩელს ან ვალდებულებათა გაქვითვის მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

დ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე.

 
  1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და/ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს კონკრეტული საქმის განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლია ამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოითხოვოს დამატებითი პოზიციების (წარდგინებების) წერილობით წარმოდგენა.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დავის ეფექტიანი მოგვარებისთვის საჭირო ნებისმიერი არსებითი საკითხი და ასევე ისეთი საკითხი, რომელზედაც არ უმსჯელიათ მხარეებს წერილობით პოზიციებში (წარდგინებებში) ან ზეპირ ახსნა-განმარტებებში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარეებს ყურადღება ნათლად გაამახვილებინა ამ საკითხზე და მათ მიეცათ ადეკვატური შესაძლებლობა, ყოველ ასეთ საკითხზე თავიანთი პოზიციები წერილობით ან საარბიტრაჟო სხდომის დროს ზეპირად წარმოედგინათ.

მუხლი 29. მტკიცებულებები
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია განსაზღვროს მტკიცებულებათა მნიშვნელობა და მათი დასაშვებობის საკითხი.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოსთხოვოს მხარეს იმ ნებისმიერი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებს თავის პოზიციას.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს იმ მოწმეების ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების ვინაობის შეტყობინება,
 
რომელთა წარმოდგენასაც ისინი გეგმავენ. თუ მხარეები მოითხოვენ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი შესაფერისად მიიჩნევს, მოწმეები ან/და ექსპერტები შეიძლება დაიკითხონ პირდაპირ და ჯვარედინად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან მეტი ექსპერტი მის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. მხარეებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წერილობით წარმოადგინონ პოზიციები ამგვარად დანიშნული ექსპერტის (ექსპერტების) დასკვნასთან დაკავშირებით. თუ მხარეები მოითხოვენ, ასეთი ექსპერტი (ექსპერტები) შეიძლება საარბიტრაჟო სხდომაზე ნებისმიერმა მხარემ დაკითხოს.

მუხლი 30. ზეპირი მოსმენა
 
  1. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი საჭიროდ მიიჩნევს ან მხარე მოითხოვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმეზე მართავს ზეპირ მოსმენას.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ზეპირ მოსმენამდე გონივრულ ვადაში განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის დროს, თარიღს და ადგილს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი სრულად არის პასუხისმგებელი ზეპირი მოსმენის გამართვაზე. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ და საქმის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების საფუძველზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ნებისმიერი მოსმენა ჩატარდება ფიზიკური დასწრებით ან დისტანციურად ვიდეო კონფერენციის ან კომუნიკაციის სხვა სათანადო საშულების გამოყენებით.
 
  1. თუ მხარე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება საარბიტრაჟო სხდომაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია სხდომა ამ მხარის დაუსწრებლად გამართოს და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
 
  1. საარბიტრაჟო სხდომა დახურულია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

მუხლი 31. საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებელის წარუდგენლობა
 
  1. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო სარჩელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეწყვიტოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა.
 
  1. თუ საარბიტრაჟო მოპასუხემ საპატიო მიზეზის გარეშე არ წარადგინა საარბიტრაჟო შესაგებელი წესების 28-ე მუხლის შესაბამისად ან სხვაგვარად ვერ წარადგინა თავისი პოზიცია, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გააგრძელოს საარბიტრაჟო საქმის განხილვა და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

მუხლი 32. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
 
  1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიყენოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება ამ ღონისძიებების მომთხოვნ მხარეს მოსთხოვოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბუთებული დადგენილების ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.
 
  1. მხარეებს შეუძლიათ წესების მე-20 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ ნებისმიერ შესაფერის დროს მიმართონ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების მოთხოვნით კომპეტენტური სასამართლო ორგანოსადმი მხარეთა ნებისმიერი მიმართვა არ ითვლება
 
საარბიტრაჟო შეთანხმების დარღვევად ან მასზე უარის თქმად და ეს მოთხოვნა გავლენას არ ახდენს საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილებაზე. ნებისმიერი ასეთი მიმართვა და კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამდივნოს.

მუხლი 33. საგანგებო არბიტრი

 
  1. მხარე რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის დაყოვნებაც შეუძლებელია საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებამდე („საგანგებო ღონისძიება“), შეუძლია ასეთი ღონისძიებისთვის წარმოადგინოს განცხადება წესების დანართი V-ში მოცემული საგანგებო არბიტრის წესების შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი განცხადება დასაშვებია, თუ ის მიღებულია სამდივნოს მიერ საქმის, წესების მე-20 მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გადაცემამდე, მიუხედავად იმისა წარმოდგენილია თუ არა განმცხადებელ მხარეს მიერ საარბიტრაჟო განაცხადი.
 
  1. მხარეები იღებენ ვალდებულებას დაემორჩილონ საგანგებო არბიტრის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
 
  1. საგანგებო არბიტრის გადაწყვეტილება არ ბოჭავს საარბიტრაჟო ტრიბუნალს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ნებისმიერ კითხვასთან, საკითხთან ან დავასთან მიმართებით. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია შეცვალოს, გააუქმოს ან ბათილად ცნოს გადაწყვეტილება ან მასში შესული ნებისმიერი ცვლილება.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს საგანგებო არბიტრის განხილვასთან დაკავშირებით ნებისმიერი მხარის მიმართვა ან მოთხოვნა, მათ შორის, ასეთი განხილვის ხარჯების თავიდან გადაწყვეტილების საკითხი და ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც გამოწვეულია ან დაკავშირებულია გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულებასა და შეუსრულებლობასთან.
 
  1. ამ მუხლის 1-4 პუნქტები და V დანართში მოცემული საგანგებო არბიტრის წესები (ერთობლივად „საგანგებო არბიტრის პროცედურები“) გამოიყენება მხოლოდ იმ მხარეთა მიმართ, რომლებიც არიან ხელმომწერები ან მათი უფლებამონაცვლეები იმ საარბიტრაჟო შეთანხმებისა, რომელსაც ეყრდნობა ღონისძიებებისთვის მიმართვა, წესების შესაბამისად.
 
  1. საგანგებო არბიტრის პროცედურები არ გამოიყენება თუ მხარეები შეთანხმდნენ საგანგებო არბიტრის წესების გამორიცხვაზე.
 
  1. საგანგებო არბიტრის პროცედურები არ ზღუდავს რომელიმე მხარეს გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მიმართოს კომპეტენტურ სასამართლო ნებისმიერ დროს ასეთი ღონისძიებისათვის წესების შესაბამისად განცხადების გაკეთებამდე და სათანადო გარემოებების არსებობისას, შემდგომშიც. ასეთი ღონისძიებებისათვის კომპეტენტურ სასამართლო ორგანოსთვის მიმართვა არ უნდა ჩაითვალოს საარბიტრაჟო შეთანხმების დარღვევად ან მასზე უარის თქმად. ნებისმიერი ასეთი მიმართვა და კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამდივნოს.

მუხლი 34. საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტა

საარბიტრაჟო პროცესი წყდება:

ა)   საბოლოოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანით, წესების 43-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით;

ბ)   საარბიტრაჟო ტრიბუნალის დადგენილებით:

ბ.ა) როდესაც ორივე მხარის შეთანხმებით მოითხოვება საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტა;
ბ.ბ) როდესაც მხარები გამოითხოვენ ყველა საარბიტრაჟო სარჩელსა და შეგებებულ სარჩელს;

ბ.გ) ტრიბუნალის მოთხოვნის მიუხედავად არცერთი მხარეები არ ჩნდებიან და მონაწილეობენ საარბიტრაჟო პროცესში;
 
ბ.დ)  როდესაც  ადგილი  აქვს  წესების     31-ე  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებულ
შემთხვევას;

ბ.ე) თუ ტრიბუნალი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება, რაიმე სხვა მიზეზით

არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
გ) სამდივნოს გადაწყვეტილებით:

გ.ა) როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის საქმის გადაცემამდე ადგილი აქვს ამ მუხლის ,,ბ.ა“

და ,,ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს;

გ.ბ) წესების 44-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

მუხლი 35. საარბიტრაჟო განხილვის დასრულება

 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს ბოლო ზეპირი მოსმენის ან მხარეთა მიერ ბოლო დაშვებული პოზიციის (წარდგინების) წარმოდგენის შემდეგ.
 
  1. საარბიტრაჟო განხილვის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ არ დაიშვება დამატებითი პოზიციების, არგუმენტების (წარდგინებების) ან მტკიცებულებების წარმოდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაუშვებს ასეთ შესაძლებლობას.

მუხლი 36. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები
 
  1. როდესაც საარბიტრაჟო დავის ღირებულება არ აღემატება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების (დანართი IV, შემდგომში - დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები) პირველ მუხლში განსაზღვრულ ლიმიტს, ასეთი დავა განიხილება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.
 
  1. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები არ გამოიყენება თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით პირდაპირ გამორიცხეს დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების მოქმედების შესაძლებლობა. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება დადებულია დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების ძალაში შესვლის თარიღამდე, დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
 
  1. წესების გამოყენებაზე შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ დაჩქარებულ საარბიტრაჟო პროცედურებსა და საარბიტრაჟო შეთანხმების დებულებებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებს ენიჭება უპირატესობა.

ნაწილი V − საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

მუხლი 37. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა

 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოაქვს საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერიდან 6 (ექვს) თვეში.
 
  1. თუ საარბიტრაჟო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, საარბიტრაჟო ტრიბუნალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

მუხლი 38. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა
 
  1. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ერთზე მეტი არბიტრისგან შედგება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უმრავლესობას გამოაქვს.
 
  1. საარბიტრაჟო  გადაწყვეტილება  ითვლება  გამოტანილად  გადაწყვეტილებაში  მითითებულ
დღეს.

მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სახეები და შინაარსი
 
  1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წერილობით გამოიტანება და უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელზეც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამყარებს თავის გადაწყვეტილებას.
 
  1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელს აწერენ არბიტრები. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ერთზე მეტი არბიტრისგან შედგება და რომელიმე მათგანი არ მოაწერს ხელს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაში ახსნილი უნდა იყოს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოსცეს ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

მუხლი 40. მხარეთა მორიგება

თუ მხარეები საარბიტრაჟო საქმისა და თანდართული დოკუმენტების საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის გაგზავნის შემდეგ მორიგდნენ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების გაფორმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, დააკმაყოფილოს თუ არა აღნიშნული მოთხოვნა.

მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი

მხარეთათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. წესების შესაბამისად დავის გადაწყვეტაზე შეთანხმებით მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაჭიანურების გარეშე შეასრულონ გადაწყვეტილება.

მუხლი 42. საარბიტრაჟო საბჭოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური გადახედვა

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მის ხელმოწერამდე სამდივნოს მეშვეობით უნდა წარუდგინოს საარბიტრაჟო საბჭოს. საარბიტრაჟო საბჭომ მცირედი ფორმალური ცვლილებები შეიძლება შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში და, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დაურღვევლად, ტრიბუნალს შეიძლება ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო საბჭოს მიერ მისი ფორმალური დამტკიცების გარეშე გამოიტანოს.

მუხლი 43. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება და შესწორება

 
  1. მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოსთხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება. მხარე ვალდებულია ამის შესახებ მეორე მხარეს შეატყობინოს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გაიცემა წერილობით, ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ დადგენილ დამატებით ვადაში, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ჯერ საარბიტრაჟო საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების ნაწილად ითვლება და ის უნდა აკმაყოფილებდეს წესების 38-ე და 39-ე მუხლებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია შეასწოროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არსებული ბეჭდვითი, ტექნიკური და სხვა მსგავსი შეცდომები და ხარვეზები, იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამგვარ შესწორებებს დასამტკიცებლად წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში.
 
  1. მხარეებს ასევე შეუძლიათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 (ოცდაათ) დღეში მოითხოვონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომების/ხარვეზების შესწორება. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
 
შესწორების მოთხოვნის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მეორე მხარეს შენიშვნების წარდგენისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორების მომთხოვნი მხარის მიერ წარდგენილი განცხადების მიღების დღიდან 30 (ოცდაათ) დღეს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მხარის განცხადებასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს მეორე მხარისთვის შენიშვნების წარდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათ) დღეში ან საარბიტრაჟო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში.

ნაწილი VI − ხარჯები

მუხლი 44. ხარჯების ავანსი

 
  1. სამდივნო განსაზღვრავს ხარჯების ავანსს, რაც არის მიახლოებითი თანხა, რომელიც გამიზნულია წესების 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო ხარჯების დასაფარად.
 
  1. ხარჯების ავანსი გადაიხდება საარბიტრაჟო მოსარჩელესა და საარბიტრაჟო მოპასუხეს მიერ თანაბარწილად, მათთვის ხარჯების ავანსის გადახდის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში.

3. როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წარადგენს შეგებებულ სარჩელს, სამდივნო საარბიტრაჟო სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე ცალ-ცალკე განსაზღვრავს ხარჯების ავანსს. ამგვარი ხარჯების ავანსის განსაზღვრის შემდეგ თითოეული მხარე სამდივნოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში იხდის ხარჯების ავანსს თავისი მოთხოვნების შესაბამისად.
 
  1. თუ ერთ-ერთი მხარე რომელიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით ითხოვს მოთხოვნის გაქვითვას, ამგვარი მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იყოს ხარჯების ავანსის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ცალკე დაყენებული მოთხოვნა, რადგან საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეიძლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი საკითხების გადაწყვეტა მოუხდეს.
 
  1. როდესაც მოთხოვნები დაყენებულია წესების მე-11 მუხლის შესაბამისად, სამდივნო განსაზღვრავს ერთ ან მეტ ხარჯების ავანსს, რომლებიც მხარეებმა უნდა გადაიხადონ სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. როდესაც ხარჯების ავანსი უკვე განსაზღვრული იყო, მათ ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ავანსი ჩაანაცვლებს.
 
  1. სამდივნოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების ავანსი შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაზუსტდეს. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე თავისუფალია გადაიხადოს მეორე მხარისთვის დადგენილი ხარჯების ავანსის ნაწილი, თუ მხარეები ამაზე თანხმდებიან, ან თუ მეორე მხარე არ გადაიხდის თავის ნაწილს. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გადახდილი ხარჯების ავანსის (მათ შორის მეორე მხარის ნაცვლად გადახდილი ხარჯების ავანსის ნაწილის) მეორე მხარისთვის დაკისრება.
 
  1. თუ მხარე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ გადაიხდის ხარჯების ავანსის მის მიერ გადასახდელ ნაწილს, სამდივნო მეორე მხარეს მიმართავს ამ ხარჯების გადახდის მოთხოვნით, რისთვისაც აწესებს დამატებით ვადას. თუ აღნიშნულ დამატებით ვადაში არასაპატიო მიზეზით არ იქნება გადახდილი ხარჯების ავანსი სრულად, სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო ტრიბუნალთან კონსულტაციის შემდეგ, შეწყვიტოს საქმის განხილვა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი ხარჯების ავანსის ნაწილი დაუბრუნდება მხარეს.
 
  1. საქმეში შეგებებული სარჩელის არსებობის შემთხვევაში, თუ მხარე საპატიო მიზეზის გარეშე არ გადაიხდის ხარჯების ავანსს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამდივნო საარბიტრაჟო ტრიბუნალთან კონსულტაციის შემდეგ, შეწყვეტს საარბიტრაჟო საქმეს ნაწილობრივ და საარბიტრაჟო პროცესი გაგრძელდება მხოლოდ იმ მოთხოვნების ნაწილში, რომელზეც სრულად იქნა გადახდილი ხარჯების ავანსი.
 
  1. იმ შემთხვევაში თუ არცერთი მხარე არ გადაიხდის ხარჯების ავანსს ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო საქმე შეწყდება. ასეთ შემთხვევებში მხარე არ კარგავს იმავე მოთხოვნების სხვა საარბიტრაჟო საქმეზე დაყენების უფლებას.
 
  1. სამდივნომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხარჯების ავანსი წარდგენილ იქნას საბანკო გარანტიის ან სხვა უზრუნველყოფის საშუალების ფორმით.


მუხლი 45. საარბიტრაჟო ხარჯების გაანგარიშება
  1. საარბიტრაჟო ხარჯები შედგება:

ა) საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციული გადასახადისგან; ბ) არბიტრთა ჰონორარისგან და მათი ხარჯებისგან;
გ) საარბიტრაჟო ტრიბუნალის და საარბიტრაჟო ცენტრის სხვა ხარჯებისგან.
(შემდგომში ერთობლივად „საარბიტრაჟო ხარჯები“).

 
  1. საარბიტრაჟო ხარჯებისთვის მხარეები სოლიდარულად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი არბიტრების და საარბიტრაჟო ცენტრის წინაშე.
 
  1. არბიტრთა ჰონორარს და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციულ გადასახადს განსაზღვრავს სამდივნო საარბიტრაჟო საქმის დაწყების დღეს მოქმედი ხარჯების ცხრილის (წესების დანართი I) მიხედვით.
 
  1. საარბიტრაჟო ხარჯები განისაზღვრება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, რომელშიც ასევე განსაზღვრული უნდა იყოს, რომელმა მხარეებმა როგორი პროპორციით უნდა გადაიხადონ ეს ხარჯები.
 
  1. საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევს, მათ შორის, მხარეთა მიერ გადახდილი ხარჯების ავანსის პროპორცია, საქმის საბოლოო შედეგი და მხარეთა მოქმედებები, რომლებიც საქმის სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული.
 
  1. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე საარბიტრაჟო სარჩელის გამოთხოვის ან ყველა მხარის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, სამდივნო ზუსტად განსაზღვრავს საარბიტრაჟო ხარჯებს (რეგისტრაციის საფასურის გამოკლებით), რომლის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მომენტის დადგომამდე გაწეულ ხარჯებს. საარბიტრაჟო ხარჯების განსაზღვრისას სამდივნო მხედველობაში იღებს საარბიტრაჟო პროცესის ეტაპს, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ შესრულებულ მოქმედებებს და სხვა შესაბამის გარემოებებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილებაზე ან ამ ხარჯებთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე, აღნიშნულ ხარჯებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაანაწილებს. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ჯერ არ არის შექმნილი საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილების საკითხს გადაწყვეტს სამდივნო.
 
  1. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ხარჯების (მათ შორის, საარბიტრაჟო ხარჯების) და მათი გადახდის დავალების შესახებ.
 
  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საბოლოო ან ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია, მათ შორის, იურიდიული წარმომადგენლის ხარჯების გადახდა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
 
ნაწილი VII − დასკვნითი დებულებები

მუხლი 46. კონფიდენციალურობა

 
  1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მხარეებმა, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, საარბიტრაჟო ცენტრმა და საარბიტრაჟო პროცესში მონაწილე ყველა პირმა უნდა დაიცვან ყველა საკითხისა და დოკუმენტის კონფიდენციალურობა, რომლებიც დაკავშირებულია ამ საარბიტრაჟო პროცესთან და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან.
 
  1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება საჯარო გახდეს, თუ ამაზე ყველა მხარე თანახმაა, ან თუ ეს ხდება იმ ფარგლებში, რომლებსაც ითვალისწინებს მხარის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან თუ მხარე საჭიროებს ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას თავისი სამართლებრივი უფლების დასაცავად ან კომპეტენტურ სასამართლო ან სხვა ორგანოში მიმდინარე წარმოებისთვის.

მუხლი 47. გაუთვალისწინებელი გარემოებები
 
  1. როდესაც კონკრეტულ საკითხს წესები არ არეგულირებს, საარბიტრაჟო ცენტრი და საარბიტრაჟო ტრიბუნალი წესების პრინციპების შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ და მათ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის ეკონომიურობა, ეფექტიანობა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებადობა.
 
  1. წესების სხვადასხვა ენაზე არსებულ ვერსიებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებულ წესების ვერსიას. თუ საარბიტრაჟო განხილვის ენაზე არ არსებობს წესების ტექსტი მაშინ გამოიყენება მისი ინგლისური ვერსია.

მუხლი 48. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

არბიტრები, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირი, საარბიტრაჟო ცენტრი და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით მოქმედების განხორციელებისთვის ან შეცდომის დაშვებისთვის კანონით დაშვებულ ფარგლებში.

მუხლი 49. უარი უფლების გამოყენებაზე

თუ მხარე წესებთან ან საარბიტრაჟო განხილვის მარეგულირებელ სხვა წესებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით პრეტენზიას დროულად არ განაცხადებს, ჩაითვლება, რომ უარი თქვა პრეტენზიის განცხადების უფლების გამოყენებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე დაასაბუთებს, რომ პრეტენზია საპატიო მიზეზით არ იქნა განცხადებული.


მუხლი 50. წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

საარბიტრაჟო ცენტრს უფლება აქვს, საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს შეიტანოს წესებში ცვლილებები და დამატებები. ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება უკვე დაწყებულ საარბიტრაჟო საქმის განხილვაზე.
 
დანართი I
ხარჯების ცხრილი

მუხლი 1. რეგისტრაციის საფასური

 
  1. წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის საფასური შეადგენს - დავებზე, რომელთა ღირებულებაც 20 000 აშშ დოლარამდეა - 500 (ხუთასი) აშშ დოლარს, ხოლო დავებზე, რომელთა ღირებულება აღემატება 20 000 აშშ დოლარს - 1000 (ათას) აშშ დოლარს და არის ადმინისტრაციული გადასახადის ნაწილი.
 
  1. რეგისტრაციის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. რეგისტრაციის საფასური გადაიხდება წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 2. ადმინისტრაციული გადასახადი
 
  1. ადმინისტრაციული გადასახადი დაანგარიშდება საარბიტრაჟო დავის ღირებულების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. თუ დავის ღირებულება ვერ დგინდება, ადმინისტრაციულ გადასახადს სამდივნო აწესებს თავისი შეხედულებისამებრ, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
 
  1. გამონაკლის შემთხვევაში სამდივნომ შეიძლება გადაუხვიოს ცხრილს, იმ პირობით, რომ ამის შედეგად მიღებული ადმინისტრაციული გადასახადის ოდენობა არ ასცილდება ცხრილში განსაზღვრულ ოდენობას.
 
  1. სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში დააწესოს დამატებითი გადასახადი საარბიტრაჟო ცენტრისა და არბიტრების მიერ გაწეული მომსახურებით გამოწვეული გონივრული ხარჯებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ არბიტრების მგზავრობის, საარბიტრაჟო განხილვის გამართვის, ექსპერტის დანიშვნის და სხვა ხარჯებისთვის.

მუხლი 3. არბიტრთა ჰონორარი
 
  1. არბიტრთა ჰონორარს სამდივნო ადგენს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. არბიტრთა ჰონორარის დადგენისას სამდივნომ უნდა გაითვალისწინოს დავის სირთულე, არბიტრების გამოცდილება და სხვა შესაბამისი გარემოებები.
 
  1. ქვემოთ მოცემული არბიტრთა ჰონორარის ცხრილით გათვალისწინებულია ერთი არბიტრისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის გადასახდელი ჰონორარი. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, სამარბიტრიანი ტრიბუნალის თითოეული თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის დაწესებული ჰონორარის 60 პროცენტს.
 
  1. არბიტრთა ჰონორარს და მათ ხარჯებს სამდივნო ადგენს წესების საფუძველზე. ჰონორარზე მხარეებსა და არბიტრს შორის ცალკე მოლაპარაკება წესებს ეწინააღმდეგება.
 
ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილი




ადმინისტრაციული გადასახადი
 
 
 

დავის ღირებულება (აშშ დოლარი)
ადმინისტრაციული გადასახადი
(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე))
20 000-მდე 500
20 000-დან 50 000-მდე 1000 + 20 000-ზე მეტი თანხის 5%
50 000-დან 100 000-მდე 3 500 + 100 000-ზე მეტი თანხის 1.5%
200 000-დან 500 000-მდე 5 000 + 200 000-ზე მეტი თანხის 0.9%
500000-დან 1 000 000-მდე 7 700 + 500 000-მეტი თანხის 0.7%
1000 000-დან 2 000 000-მდე 11 200 + 1 000 000-ზე მეტი თანხის 0.5%
2 000 000-დან 5 000 000-მდე 16 200 + 2 000 000-ზე მეტი თანხის 0.15%
5000000-დან 10000 000-მდე 20700 + 5 000 000--ზე მეტი თანხის 0.1%
10000 000-დან ზემოთ 25 700 + 10 000 000 -ზე მეტი თანხის 0.015%,
 

არბიტრთა ჰონორარი

 
აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე))  ერთი არბიტრის / თავმჯდომარის ჰონორარი დავის ღირებულება (აშშ დოლარი) 
  მინიმუმ მაქსიმუმი
20 000-მდე 500 1 500
20 000-დან 50 000-მდე 1 000 3 000
50 000-დან 100 000-მდე 1 500 5 000
100 000-დან 200 000-მდე 2 000 7 000
200 000-დან 500 000-მდე 5 000 10 000
500 000-დან 1 000 000-მდე 8 000 18 000
1 000 000-დან 2 000 000-მდე 11 000 25 000
2 000 000-დან 5 000 000-მდე 18 000 35 000
5 000000-დან 10 000 000-მდე 25 000 45 000
10 000 000-დან ზემოთ 35 000 განისაზღვრება სამდივნოს მიერ
 
დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებისთვის გამოსაყენებელი ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილი


ადმინისტრაციული გადასახადი
  
დავის ღირებულება (აშშ დოლარი) ადმინისტრაციული გადასახადი

(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე))
20 000-მდე 200
20 000-დან 50 000-მდე 200 + 20 000-ზე მეტი თანხის 2%
50 000-დან 100 000-მდე 800 + 50 000-ზე მეტი თანხის 1%



არბიტრთა ჰონორარი

 
დავის ღირებულება (აშშ დოლარი) ერთი არბიტრის / თავმჯდომარის ჰონორარი აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე))
  მინიმუმი მაქსიმუმი
20 000-მდე 300 1000
20 000-დან 50 000-მდე 500 1 500
50 000-დან 100 000-მდე 750 2 500
 
დანართი II
საარბიტრაჟო ცენტრი, როგორც დამნიშვნელი ორგანო

 
  1. იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო ცენტრი მოქმედებს, როგორც დამნიშვნელი ორგანო, განმცხადებელი იხდის განცხადების საფასურს − 1000 (ათასი) აშშ დოლარს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. განცხადების საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება.
 
  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარე, რომელსაც სურს, რომ საარბიტრაჟო ცენტრმა იმოქმედოს, როგორც დამნიშვნელმა ორგანომ, შესაბამის მოთხოვნას წარუდგენს სამდივნოს, რომელიც მეორე მხარეს/სხვა მხარეებს ატყობინებს მოთხოვნის მიღების შესახებ. ამ მოთხოვნის საფუძველზე დანიშვნას ახორციელებს საარბიტრაჟო საბჭო.
 
  1. თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმებულან დანიშვნის სპეციალურ წესებზე დანიშვნა განხორციელდება საარბიტრაჟო ცენტრში მოქმედი შესაბამისი პროცედურის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო საბჭო დანიშვნას ახორციელებს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათ) დღეში.

დანართი III

სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაეცეს ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, არბიტრაჟის გზით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული [(ერთი)/(სამი)] არბიტრის მიერ.

საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს [(ქალაქის, ქვეყნის დასახელება)]. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს [(მხარეთა მიერ არჩეული ენა)] ენაზე.“
 
დანართი IV
დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურები


მუხლი 1. მოქმედების სფერო

 
  1. ყველა ის დავა, რომელთა ღირებულება საარბიტრაჟო სარჩელის წარმოდგენის დღეს არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს, განიხილება ამ დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად.
 
  1. საარბიტრაჟო პროცესის განმავლობაში ნებისმიერ დროს, საარბიტრაჟო საბჭო საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნამდე და საარბიტრაჟო ტრიბუნალი მისი შექმნის შემდეგ, ორივე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია გააგრძელოს საარბიტრაჟო პროცესი წესების შესაბამისად.
 
  1. თუ წესების 36-ე მუხლითა და ამ დაჩქარებული პროცედურით სხვა რამ არ არის განსაზღვრული დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის საარბიტრაჟო პროცესზე ვრცელდება წესები.


მუხლი 2. საარბიტრაჟო სარჩელი

ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც სურს დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის პირველი მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რაც უნდა მოიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და

საკონტაქტო  ინფორმაციას  (მათ  შორის,  მისამართს,  ტელეფონის  ნომერს,  ელექტრონული

ფოსტის მისამართს და სხვ.);
ბ) ფაქტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს;

გ)  განცხადებას   თუ  რა   მოთხოვნები   აქვს   საარბიტრაჟო   მოსარჩელეს     და    თითოეული

მოთხოვნის  ოდენობას. თუ მოთხოვნის  (მოთხოვნების)  კონკრეტული  თანხით  გამოხატვა

შეუძლებელია   −   ამ   მოთხოვნის    (მოთხოვნების)    მიახლოებით   ფულად ღირებულებას
საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის დღისთვის;

დ) სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე აფუძნებს თავის

მოთხოვნებს;

ე) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნის (მოთხოვნების) დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა (მოთხოვნები); ვ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე;

ზ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას

არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

თ) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).
 
მუხლი 3. საარბიტრაჟო შესაგებელი

საარბიტრაჟო მოპასუხემ სამდივნოს მიერ გაგზავნილი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა)  საარბიტრაჟო  მოპასუხის  და  მისი  წარმომადგენლის  (წარმომადგენლების)  (არსებობის

შემთხვევაში)  სრულ   სახელებს   და   საკონტაქტო   ინფორმაციას   (მათ შორის   მისამართს,

ტელეფონის   ნომერს,   ელექტრონული    ფოსტის   მისამართს   და   სხვა (შესაძლებლობის
ფარგლებში));

ბ)   საარბიტრაჟო    მოპასუხის    მოსაზრებასა   და    პოზიციას      საარბიტრაჟო    მოსარჩელის

მოთხოვნასთან    (მოთხოვნებთან)     და    იმ    ფაქტებთან    დაკავშირებით, რომლებიდანაც

გამომდინარეობს დავა, აგრეთვე საარბიტრაჟო მოპასუხის სპეციალურ მოთხოვნას (არსებობის

შემთხვევაში);

გ) შეგებებულ სარჩელს (არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ დააყენებს

შეგებებულ სარჩელს საარბიტრაჟო შესაგებელში, შეგებებული სარჩელი არ იქნება დაშვებული
საარბიტრაჟო შესაგებელის წარმოდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა თუ საარბიტრაჟო

ტრიბუნალი გადაწყვეტს სხვაგვარად;

დ)  ფაქტებს,  რომლებზედაც  საარბიტრაჟო  მოპასუხე  აფუძნებს  საარბიტრაჟო  შესაგებელს,
აგრეთვე  შეგებებულ   სარჩელს  ან   ვალდებულებათა   გაქვითვის                 მოთხოვნას    (არსებობის

შემთხვევაში);

ე)   სამართლებრივ    არგუმენტებს,    რომლებზედაც    საარბიტრაჟო      მოპასუხე              აფუძნებს

საარბიტრაჟო  შესაგებელს,  აგრეთვე  შეგებებულ  სარჩელს  ან  ვალდებულებათა  გაქვითვის
მოთხოვნას (არსებობის შემთხვევაში);

ვ) ნებისმიერ  შედავებას (პრეტენზიას) საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის

და საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნის (მოთხოვნების) დასაშვებობის შესახებ; ზ) მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოპასუხე;

თ) არბიტრის კანდიდატურის დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოთხოვნას

არბიტრის დანიშვნის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ი) არბიტრთან (არბიტრებთან), საარბიტრაჟო განხილვის ადგილთან, გამოსაყენებელ სამართალთან და საარბიტრაჟო განხილვის ენასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მოსაზრებასა და პოზიციას (საჭიროების შემთხვევაში).


მუხლი 4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი

 
  1. ამ დაჩქარებულ საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესში იქმნება მხოლოდ ერთ არბიტრიანი საარბიტრაჟო ტრიბუნალი, საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრული დებულების მიუხედავად.
 
  1. მხარეებს, მათი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ დაასახელონ ერთი არბიტრის კანდიდატურა, რომელსაც ადასტურებს საარბიტრაჟო საბჭო. თუ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ან დამატებით ვადაში, რომელიც სამდივნოს მიერ შეიძლება იქნას დაწესებული, მხარეების მიერ არ იქნება დასახელებული არბიტრი, მას დანიშნავს საარბიტრაჟო საბჭო რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
 
დავის განმხილველი ერთი არბიტრი დანიშნულად ითვლება მისი საარბიტრაჟო საბჭოს დადასტურების დღიდან.


მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვა

 
  1. დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად განხილულ საარბიტრაჟო პროცესზე არ ვრცელდება წესების მე-11 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტებისა და 26-ე მუხლის მოქმედება.
 
  1. საარბიტრაჟო სარჩლისა და საარბიტრაჟო შესაგებელის გარდა მხარეებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი დამატებითი წერილობითი პოზიციის (წარდგინების) წარდგენა შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად (მოწმეთა და/ან ექსპერტთა დოკუმენტების ჩათვლით), რომლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება დააყენოს ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), გარდა იმ შემთხვევისა თუ მხარის მოთხოვნის საფუძველზე საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებას დაუშვას ასეთი ახალი მოთხოვნა (მოთხოვნები), ამ მოთხოვნის (მოთხოვნების) შინაარსის, პროცესის ეტაპის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
 
  1. მხარეებთან გავლილი კონსულტაციის საფუძველზე საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს მოწმისა და/ან ექსპერტის დაკითხვის გადაწყვეტილება.
 
  1. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა ზეპირი მოსმენისა და მოწმეთა და/ან ექსპერტთა დაკითხვის გარეშე მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის შემთხვევაში იგი შეიძლება გაიმართოს უშუალოდ ან ელექტრონული

ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის თარიღი და ადგილი დადგინდება პროცედურულ კონფერენციაზე მხარეებთან კონსულტაციის შედეგად.


მუხლი 6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

საარბიტრაჟო ტრიბუნალს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოაქვს საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემის დღიდან 3 (სამი) თვეში. განსაკუთრებით გამონაკლის შემთხვევებში საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გაგრძელოს ამ პუნქტში განსაზღვრული ვადა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე.


მუხლი 7. ხარჯები

დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურის შესაბამისად მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესზე ვრცელდება წესებით დადგენილი საარბიტრაჟო ხარჯების დებულებები, შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:

ა) მხარეთა მიერ ხარჯების ავანსი გადახდილ უნდა იქნას მათთვის ხარჯების ავანსის გადახდის

შესახებ შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში;

ბ) არბიტრთა ჰონორარი და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციული გადასახადი განისაზღვრება დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებისთვის გამოსაყენებელი ადმინისტრაციული გადასახადისა და არბიტრთა ჰონორარის ცხრილით (დანართი N1); გ) დავის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 150 (ასორმოცდაათი) აშშ დოლარს.
 
მუხლი 8. ზოგადი დებულება

როდესაც დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურებთან დაკავშირებული რაიმე საკითხი არ არის პირდაპირ განსაზღვრული ამ დანართით, საარბიტრაჟო საბჭომ და საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა იმოქმედოს წესებისა და დაჩქარებული საარბიტრაჟო პროცედურით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად.
 
დანართი V
საგანგებო არბიტრის წესები

მუხლი 1. საგანგებო ღონისძიებების შესახებ განცხადება

 
  1. მხარე, რომელსაც სურს წესების 33-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო არბიტრისთვის მიმართვა, საარბიტრაჟო ცენტრის სამდივნოში უნდა წარადგინოს საგანგებო ღონისძიებების მოთხოვნის შესახებ განცხადება („განცხადება“).
 
  1. სამდივნოს უნდა გაეგზავნოს განცხადება მატერიალური ფორმით იმდენ ასლად, რამდენიც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგანგებო არბიტრი, თითოეული მხარე და თავად სამდივნო, იმ შემთხვევაში თუ განცხადების წარმომდგენი მხარე მოითხოვს განცხადების გადაგზავნას მიღების დასტურის სანაცვლო ჩაბარებით, რეგისტრირებული ფოსტის ან კურიერის მეშვეობით.
 
  1. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (არსებობის შემთხვევაში) სრულ სახელებს და საკონტაქტო ინფორმაციას (მათ შორის, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და სხვ.); ბ) დავის მიმოხილვას, რომლიდანაც გამომდინარეობს განცხადება;

გ) მოთხოვნილ საგანგებო ღონისძიებას;

დ) მიზეზს i) თუ რატომ საჭიროებს განმცხადებელი მხარე საგანგებო ღონისძიებას, რაც ვერ მოიცდის საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებამდე; ასევე, დასაბუთებას, რომ: ii) საგანგებო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით; iii) საგანგებო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საგანგებო უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში; iv) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ე) საარბიტრაჟო შეთანხმების სრულ პირობებს, რომელსაც ეყრდნობა განმცხადებელი, აგრეთვე იმ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტის ასლს, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა (მოთხოვნები); ვ) ნებისმიერ შეთანხმებას საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, გამოსაყენებელი სამართლისა და საარბიტრაჟო განხილვის ენის შესახებ;

ზ) ამ დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის მტკიცებულებას; თ) ნებისმიერ საარბიტრაჟო განაცხადს და ნებისმიერ სხვა წარდგინებას შესაბამის დავასთან

მიმართებით, რომელიც საგანგებო არბიტრის განხილვის რომელიმე მხარის მიერ იქნა წარდგენილი სამდივნოსთვის განცხადებით მიმართვამდე.

ი) ნებისმიერ სხვა დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევს სათანადოდ ან რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს განცხადების ეფექტურ განხილვას.

 
  1. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე, თუ ის შეთანხმებულია მხარეთა მიერ, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო შეთანხმების ენაზე.
 
მუხლი 2. შეტყობინება

საგანგებო არბიტრისთვის საქმის გადაცემისთანავე, სამდივნო უგზავნის განცხადებას მეორე მხარეს.

მუხლი 3. საგანგებო არბიტრის დანიშვნა; საქმის გადაცემა

 
  1. საარბიტრაჟო საბჭომ უნდა დანიშნოს საგანგებო არბიტრი შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში.
 
  1. საგანგებო არბიტრი არ უნდა დაინიშნოს თუ საარბიტრაჟო ცენტრს აშკარად არ აქვს საარბიტრაჟო დავაზე იურისდიქცია.
 
  1. საგანგებო არბიტრის დანიშვნა დაუშვებელია მას შემდეგ რაც საქმე გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს წესების მე-20 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ დრომდე დანიშნული საგანგებო არბიტრი ინარჩუნებს გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილებას ამ დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
 
  1. საგანგებო არბიტრის დანიშვნის შემდეგ, ცენტრის სამდივნო გადასცეს საქმე საგანგებო არბიტრს. აღნიშნულის შემდეგ, მხარეებთა ნებისმიერი კომუნიკაცია უნდა გაეგზავნოს პირდაპირ საგანგებო არბიტრის, თითოეულ სხვა მხარესთან და ცენტრის სამდივნოსთან ასლის გაგზავნით. საგანგებო არბიტრისგან მხარეთათვის გაგზავნილი ნებისმიერი წერილობითი კომუნიკაციის ასლი უნდა გაეგზავნოს ცენტრის სამდივნოს.
 
  1. საგანგებო არბიტრი უნდა იყოს და დარჩეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
 
  1. დანიშვნამდე, პოტენციურმა საგანგებო არბიტრმა ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებას.
 
  1. საგანგებო არბიტრი არ შეიძლება იყოს არბიტრი იმ დავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საარბიტრაჟო პროცესში, რომელი დავიდანაც გამომდინარეობს განცხადების წარდგენა.

მუხლი 4. საგანგებო არბიტრის განხილვის ადგილი

საგანგებო არბიტრის განხილვის ადგილი უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც მხარეთა მიერ არის შეთანხმებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილად. თუ მხარეთა მიერ საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არ არის შეთანხმებული, საგანგებო არბიტრი განსაზღვრავს საგანგებო არბიტრის განხილვის ადგილს.

მუხლი 5. განხილვა

 
  1. თუ საგანგებო არბიტრი საჭიროდ მიიჩნევს, იგი მართავს ზეპირ მოსმენას. საგანგებო არბიტრის ზეპირი მოსმენა შესაძლებელია ჩატარდეს ფიზიკური დასწრებით, ან ვიდეო კონფერენციის, სატელეფონო ან მსგავსი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
 
  1. საგანგებო არბიტრმა უნდა ჩაატაროს განხილვა ისე, როგორც ის მიიჩნევს სათანადოდ, განცხადების ხასიათისა და გადაუდებლობის გათვალისწინებით.

მუხლი 6. გადაწყვეტილება
 
  1. საგანგებო არბიტრს განცხადებაზე გადაწყვეტილება გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.
 
  1. გადაწყვეტილებაში საგანგებო არბიტრმა უნდა განსაზღვროს განცხადება დასაშვებია თუ არა წესების 33-ე მუხლის შესაბამისად და აქვს თუ არა საგანგებო არბიტრს იურისდიქცია გამოიტანოს გადაწყვეტილება საგანგებო ღონისძიებაზე.
 
  1. გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს იმ დასაბუთებას რაზეც არის იგი დაფუძნებული. ის უნდა იყოს დათარიღებული და ხელმოწერილი საგანგებო არბიტრის მიერ.
 
  1. გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს არაუგვიანეს 3 დღისა იმ თარიღიდან როდესაც საქმე გადაეცა საგანგებო არბიტრს. საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება გააგრძელოს აღნიშნული ვადა საგანგებო არბიტრის გონივრული მოთხოვნის საფუძველზე, ან თუ სხვა შემთხვევაში მიიჩნევს აუცილებლად.

მუხლი 7. გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა
 
  1. გადაწყვეტილებას აქვს მხარეთა მიმართ სავალდებულო ძალა მისი გამოტანისთანავე.
 
  1. მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგანგებო არბიტრმა შეიძლება შეცვალოს ან გააუქმოს გადაწყვეტილება.
 
  1. წესების შესაბამისად არბიტრაჟზე შეთანხმებით, მხარეები იღებენ ვალდებულებას რომ დაემორჩილებიან გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ.
 
  1. გადაწყვეტილებას აღარ ექნება სავალდებულო ძალა, თუ:

ა) საგანგებო არბიტრი ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი ასე გადაწყვეტს; ბ) საარბიტრაჟო ტრიბუნალს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება;
გ) განმცხადებლის საარბიტრაჟო განაცხადი არ იქნება მიღებული ცენტრის სამდივნოს
მიერ, ცენტრის სამდივნოს მიერ განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში, გარდა იმ

შემთხვევისა,  როდესაც  საგანგებო  არბიტრი,  საჭიროების  შემთხვევაში,  განსაზღვრავს

უფრო გრძელ ვადას;
ე) საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ხდება ყველა მოთხოვნის გამოთხოვა ან

საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტა;

 
  1. საგანგებო არბიტრის გადაწყვეტილებას და დასაბუთებას საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის არ აქვს მბოჭავი ძალა.

მუხლი 8. საგანგებო არბიტრის განხილვის ღირებულება
 
  1. განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს საგანგებო არბიტრის საფასური 300 აშშ დოლარის ოდენობით.
 
  1. თუ ამ დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულება არ არის გადახდილი დროულად, ცენტრის სამდივნო არ დაუშვებს განცხადებას.
 
  1. გადაწყვეტილებით უნდა იქნას განსაზღვრული საგანგებო არბიტრის განხილვის ხარჯები და გადაწყვეტილი თუ რომელ მხარეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება ან რა პროპორციით უნდა გადანაწილდეს ის მხარეებზე.
 
  1. იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო არბიტრის განხილვა არ ტარდება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ან სხვაგვარად წყდება გადაწყვეტილების გამოტანამდე, ცენტრის სამდივნომ უნდა განსაზღვროს ის ოდენობა რომელიც დაუბრუნდება განმცხადებელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 9. ზოგადი წესი
 
  1. საარბიტრაჟო საბჭოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს გადაწყვეტილება საგანგებო არბიტრის განხილვის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რაც არ არის მოცემული წინამდებარე დანართში.
 
  1. საგანგებო არბიტრის განხილვასთან დაკავშირებულ ყველა ისეთ საკითხზე, რაც პირდაპირ არ რეგულირდება წინამდებარე დანართით, საარბიტრაჟო საბჭო და საგანგებო არბიტრი უნდა მოქმედებდნენ წესების და წინამდებარე დანართის სულისკვეთებით.