EN

საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფორმირებაზე მომუშავე ჯგუფი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნა პალატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის კომპლექსურობიდან და მრავლისმომცველობიდან გამომდინარე, მისი წარმატებულად განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროექტში ჩართულიყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული ორგანიზაცია და პირი. საარბიტრაჟო ინსტიტუტის ჩამოყალიბების, ძირითადი მიმართულებებისა და სტრუქტურის განსაზღვრისათვის პალატის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებიდან, უზენაესი სასამართლოდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, EWMI/JILEP და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე, სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა უმნიშვნელოვანესი სამუშაო გასწიეს საარბიტრაჟო ინსტიტუტის სადამფუძნებლო დოკუმენტების შემუშავებასა და ინსტიტუტის ფორმირების ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში.

საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფორმირებაზე მომუშავე ჯგუფის წევრები:

მარიამ გოცირიძე
სალომე იობიძე
დავით მოლოდინი
ალექსანდრე წულაძე
გია გვილავა
სოფიო ტყემალაძე
გიორგი ნარმანია
ირაკლი კორძახია
არჩილ გიორგაძე
ბექა ინჯია