EN

საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვერსიის შემმუშავებელი საერთაშორისო კომისია

საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვერსიის შემმუშავებელი საერთაშორისო კომისია

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ფორმირების პროცესში ჩართული უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, შეიქმნა საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვერსიის შემმუშავებელი საერთაშორისო კომისია, რომლის შემადგენლობა საბოლოოდ განისაზღვრა 2014 წლის 25 აპრილს. შექმნილი კომისია დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული არბიტრებითა და ექსპერტებით. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საარბიტრაჟო წესების შემუშავებას და მეორეს მხრივ, აღნიშნული ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდას და ნდობის მაღალ ხარისხს.

2014 წლის 1 მაისს კომისიას ოფიციალურად გაეგზავნა საარბიტრაჟო წესების სამუშაო ტექსტი და დაიწყო საბოლოო ვერსიაზე მუშაობა. კომისიამ გამართა რამდენიმე შეხვედრა 2014 წლის ზაფხულის განმავლობაში და შეიმუშავა საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვარიანტი.

საარბიტრაჟო წესების საბოლოო ვერსიის შემმუშავებელი საერთაშორისო კომისიის წევრებიარიან:

Prof. Gabrielle Kaufmann-Kohler
Mr. Brooks W. Daly
Mr. Charles Nairac
Mr. Timothy J. Lindsay
Ms. Ana Stanic
Mr. Nicola Mariani
Ms. Kirsten Odynski
Ms. Ketevan Betaneli
Ms. Mariam Gotsiridze
Mr. Beka Injia
Dr. Yas Banifatemy (Chair)