EN
მარიამ გოცირიძე

მარიამ გოცირიძე

მარიამ გოცირიძე არის სინგაპურის დავების გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის მთავარი მკვლევარი.

მარიამი სპეციალობით არის საერთაშორისო დავების გადაწყვეტის იურისტი.
ის არის SIDRA-ს მთავარი კვლევითი თანამშრომელი და მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა Belt & Road Initiative,  ასევე მონაწილეობს კვლევისა და განვითარების პროექტებში საერთაშორისო დავების გადაწყვეტის და ინვესტორ-სახელმწიფოს შუამავლობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

SIDRA-ში გაწევრიანებამდე მარიამი მუშაობდა საქართველოს მთავრობაში. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2012-2022) იყო იუსტიციის სამინისტროს საარბიტრაჟო დეპარტამენტის უფროსი.მარიამი ჩართული იყო მსხვილ საინვესტიციო და კომერციულ საარბიტრაჟო საკითხებში ICSID, ICC, SCC არბიტრაჟის და ასევე UNCITRAL-ის წესების მიხედვით ad hoc. საქართველოს სახელით მან მოლაპარაკება გამართა როგორც ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ. მარიამი აგრეთვე იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი UNCITRAL III სამუშაო ჯგუფში, ICSID წესების შესწორების პროცესში და  ქარტიის ხელშეკრულების მოდერნიზაციაში. მარიამ გოცირიძემ საქართველოში თავისი წვლილი შეიტანა საკანონმდებლო რეფორმებში, არბიტრაჟსა და მედიაციაში.
 
ფრანსისკო ამალო

ფრანსისკო ამალო

ფრანსისკო ამალო არის საერთაშორისო იურიდიული ფირმის „MHR| Martinez de Hoz & Rueda“-ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო დავები გადაწყვეტა და სართაშორისო ბიზნეს სამართალი. მას დიდი გამოცდილება გააჩნია საინვესტიციო, ნავთობისა და გაზის, მშენებლობის, საერთაშორისოვაჭრობის, სპორტის სამართლის და ზოგადად კომერციული ტრანზაქციების მიმართულებით. ფრანსისკო გახლავთ არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო არბიტრაჟისა და საერთაშორისო კერძო სამართლის პროფესორი. იგი არის ლათინური ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი. იგი ფლობს არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრისა და ჟენევის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. იგი არის სხვადასხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრთა სიაში, ასევე კალათბურთის მსოფლიო ფედერაციის (FIBA) სააპელაციო საბჭოს წევრი. 2017-2019 წლებში იყო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი დასახელებულა სხვადასხვა ცნობილი გამოცემების მიერ როგორც ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატი საერთაშორისო არბიტრაჟში.
გიორგი ბათლიძე

გიორგი ბათლიძე

გიორგი ბათლიძე იურიდიულ პრაქტიკას 2005 წლიდან ეწევა. 2008 წელს ის BLC-ს შეუერთდა და 2012 წელს დაწინაურდა.

მისი პრაქტიკული სფეროა სამოქალაქო და კორპორატიული სამართალი, M&A, ენერგეტიკა და პროექტების დაფინანსება. გიორგი ასევე ინტენსიურად არის ჩართული სასამართლო და კომერციულ არბიტრაჟში. მას აქვს სხვადასხვა კომერციულ დავებზე არბიტრის მუშაობის გამოცდილება. გიორგი იყო წამყვანი პარტნიორი სხვადასხვა მნიშვნელოვან კორპორაციულ და M&A ტრანზაქციებში რამდენიმე მასშტაბურ პროექტში. ამასთან ერთად იგი აქტიურად არის დაკავებული პოლიტიკის შესწავლითა და კანონპროექტის შემუშავებით.

გიორგი ბათლიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ექსპერტის სახელი ბაზარზე ენერგეტიკული სამართლის მიმართულებით. ის ასევე აქტიურად არის ჩართული სასამართლო საკითხებში და ზოგადი ტრანზაქციის ინსტრუქციებში. Legal 500-ი ახასიათებს მას როგორც კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე, მცოდნე, კომპეტენტურ და სანდო პროფესიონალს და ამბობს, რომ მისი სახელი არის „ აღიარებული  დავების გადაწყვეტის სფეროში“ Chambers Europe-ის მიერ.

BLC-ში გაწევრიანებამდე გიორგი მუშაობდა იურიდიულ ფირმაში გოტინგენში (გერმანია)და პარალელურად იყო წამყვანი ქართულ ისამშენებლო კომპანიის საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი.
გიორგი ბათლიძე აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ის არის კორპორაციული სამართლის რეფორმის, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და ა.შ. სამუშაო ჯგუფის წევრი. გიორგი ასევე არის სამოქალაქო სამართლის კომენტარის ახალი გამოცემის თანაავტორი.

გარდა ფართო იურიდიული პრაქტიკისა, გიორგი ბათლიძე არის გერმანიის ბიზნეს ასოციაციის (DWV), საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) დირექტორთა საბჭოს წევრი და გერმანული საერთაშორისო სკოლის თბილისის (DIST) თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი.

 
იას ბანიფატემი

იას ბანიფატემი

იას ბანიფატემი Gaillard Banifatemi Shelbaya Disputes-ის დამფუძნებელი პარტნიორია. ფირმის დაარსებამდე იგი მუშაობდა Shearman & Sterling-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის  გლობალურ თანახელმძღვანელად, საჯარო საერთაშორისო სამართლის ჯგუფის ლიდერად და წამყვანი ინდუსტრიის კოორდინატორად ენერგეტიკის საკითხებში. იგი არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო არბიტრაჟისა და საჯარო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი მსოფლიოში.
 
იას ბანიფატემი კონსულტაციას უწევს და წარმოადგენს სახელმწიფოებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სუბიექტებსა და კომპანიებს როგორც საერთაშორისო საჯარო სამართლის, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის საკითხებში. იგი მოქმედებს როგორც მრჩეველი და არბიტრი არბიტაჟში, რომლებიც ტარდება ICSID, UNCITRAL, ICC, LCIA, SCC, SIAC, HKIAC, CRCICA, DIS, NAI განსაკუთრებული აქცენტით ინვესტიციების დაცვაზე, ნავთობზე,გაზზე და ზოგადად კომერციული საკითხებზე.
 
იას ბანიფატემი იყო ICC საარბიტრაჟო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, LCIA საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი და ამჟამად არის SIAC საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი. იგი მონაწილეობდა რამდენიმე არბიტრაჟის პანელში, მათ შორის ICSID არბიტრთა პანელში, იყო დანიშნული ICSID-ის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
ელენე გოგაძე

ელენე გოგაძე

ელენე გოგაძე არის საერთაშორისო საარბიტრაჟო და სამართალწარმოების  მრჩეველი საერთაშორისო იურიდიული ფირმა Sheppard Mullin Richter & Hampton LLP-ის ვაშინგტონში.

ელენე გოგაძე წარმოშობით საქართველოდან არის და მისი მშობლიური ენა ქართულია. იგი პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს ნიუ-იორკში და კოლუმბიის ოლქში.

ქალბატონი ელენე გოგაძის პრაქტიკა მიმართულია საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟზე და აგრეთვე რთულ კომერციულ სამართალწარმოებაზე. ის წარმოადგენს კლიენტებს კომერციულ და საინვესტიციო საარბიტრაჟო დავებში, მათ შორის დავებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო მთავრობებს ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უფლებებს.
ელენე გოგაძე წარმოადგენს და კონსულტაციებს უწევს კლიენტებს მრავალფეროვან დავებში და აქვს დიდი გამოცდილება ნავთობისა და გაზის, ენერგეტიკის, სამშენებლო, უძრავი ქონების, საგადასახადო და თავდაცვის მიმართულებით.

ბოლო საკითხები/დავები რომლებსაც ის წარმოადგენს:

წარმოადგენს Total E&P Uganda BV-ს ICSID-ის საარბიტრაჟო წარმოებაში უგანდის მთავრობის წინააღმდეგ ნიდერლანდ-უგანდას ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებისა და ხელშეკრულების საფუძველზე;

წარმოადგენს მსხვილ იტალიურ ენერგეტიკულ კომპანიას Eni SpA-ს ნიუ-იორკის სასამართლოებში მშობლის საგარანტიო ხელშეკრულებების საფუძველზე, ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი;

წარმოადგენს ენერგეტიკული კომპანიების დიდ კონსორციუმს ICDR-ის არბიტრაჟში, რომლის ღირებულებაა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, აშშ-ში LNG მიწოდების გრძელვადიან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით;

წარმოადგენს მსხვილ სამომხმარებლო ტექნოლოგიურ კომპანიას ICC-ის ორ არბიტრაჟში, რომლის ღირებულებაა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საწარმოო და მიწოდების ხელშეკრულებებით და მასთან დაკავშირებული საკითხების კომპენსაციისთვის;

წარმოადგენს მსხვილ ევროპელ LNG მწარმოებელს და მიმწოდებელს ICDR არბიტრაჟში LNG მომსახურების გრძელვადიან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია;

წარმოადგენს დიდი ევროპული ალუმინის კომპანიის ციურიხს ICC არბიტრაჟში, რომელიც წარმოიშვა გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით;

წარმოადგენს ინდური კომპანიის ბრაზილიური შვილობილი კომპანიას  ICC-ის არბიტრაჟში სან პაულოში აშშ-ს კომპანიის ბრაზილიური შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც წარმოიშვა ალუმინის პროდუქტების მიწოდების ხელშეკრულებიდან;

კონსულტაციაც უწევს დიდ ფრანგული კომპანიას  ICC-ის არბიტრაჟში ჟენევაში სამხრეთ ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ ICSID-ის სარჩელის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში;

წარმოადგენს ევროპელ მწარმოებელს ICDR-ის არბიტრაჟში ნიუ-იორკში, რომელიც წარმოიშვა აშშ-ში მყოფი მომხმარებლისთვის დიზაინისა და მიწოდების ხელშეკრულებიდან.

ქალბატონი ელენე გოგაძე არის ვაშინგტონის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დამხმარე პროფესორი, სადაც ის ასწავლის და ატარებს ტრენინგებს საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟის შესახებ, უცხოური სახელმწიფო მოხელეებისთვის, ინვესტორებისთვის და იურისტებისთვის. იგი ასევე იყო სამართლის  პროფესორი ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, კოლუმბის სამართლის სკოლაში და  ვაშინგტონში, სადაც ასწავლიდა საერთაშორისო არბიტრაჟს.
პატრისია შონესი

პატრისია შონესი

პროფესორი პატრიცია შონესი სპეციალიზირებულია საერთაშორისო დავებსა და კომერციულ სამართალში სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, სადაც მან შექმნა საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. იგი არის ICC საარბიტრაჟო სასამართლოსა და ICC კომისიის წევრი. 2006 წლიდან  არის SCC საარბიტრაჟო ინსტიტუტის საბჭოს წევრი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა 2012-2018 წლებში.

პატრიცია ასევე იყო მთავრობის მიერ დანიშნული ექსპერტი იურიდიულ კომიტეტში, რომელიც შვედეთის საარბიტრაჟო აქტის გადახედვის მიზნით იყო შექმნილი.პატრიცია მოქმედებს როგორც არბიტრი, ექსპერტი,კონსულტანტი და ხელმძღვანელობს კომერციულ სამართალთან და დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ სხვასხვა პროექტებს მრავალ ქვეყანაში.

პატრიცია ასევე იყო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თანამშრომელი. აკადემიურ კარიერამდე ის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ადვოკატად აშშ-ში, კომერციული სამართლის მიმართულებით. მას არაერთი სტატია და სამართლებრივი ნაშრომი აქვს გამოცემული აგრეთვე არის ხშირი მომხსენებელი  წამყვან უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე.  პატრიცია ასევე არის Vis Moot ორგანიზაციის პრეზიდენტი.
ნატა ღიბრაძე

ნატა ღიბრაძე

ნატა ღიბრაძე არის Hogan Lovells International LLP-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ჯგუფის მრჩეველი მიუნხენში. ის ძირითადად ფოკუსირებულია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟზე და რეგულარულად წარმოადგენს კლიენტებს არბიტრაჟში, ძირითადად ენერგეტიკის (ნავთობი და გაზი)სამშენებლო, ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო ინდუსტრიებში. ნატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს CEE რეგიონზე, ასევე თურქეთსა და ცენტრალურ აზიაზე.

ნატას აქვს გამოცდილება სხვადასხვა იურისდიქციებში წამყვანი საარბიტრაჟო ინსტიტუტების წესების (ICC, UNCITRAL, SCC, DIS და DIA წესები) შესაბამისად საქმეების წარმართვაში. ნატას ასევე აქვს კლიენტების წარმომადგენლობის გამოცდილება სამშენებლო დავებში.
Hogan Lovells-მდე ნატა მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სადაც იყო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში და საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტში. ნატა სწავლობდა როგორც გერმანიაში ასევე საქართველოში და მუშაობდა ქართულ წამყვან იურიდიულ ფირმაში.
ნატა რეგულარულად ატარებს გამოსვლებს, აქვეყნებს ნაშრომებს საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში და არის რამდენიმე პროფესიული ასოციაციის აქტიური წევრი.
მარკიან კლუჩოვსკი

მარკიან კლუჩოვსკი

მარკიან კლიუჩკოვსკი არის რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის რეესტრის აღმასრულებელი დირექტორი.

ზიანის რეესტრი შეიქმნა 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და მისი ადგილი ჰააგაშია. მისი ფუნქციაა პრეტენზიებისა და მტკიცებულებების მოპოვება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის, დანაკარგის ან დაზიანების შესახებ.ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სრული და ეფექტური რეპარაციის უზრუნველყოფას რუსული აგრესიის გამო. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით რეესტრის წევრია 43 სახელმწიფო და  ევროკავშირი.

მარკიან კლიუჩკოვსკი დაინიშნა ზიანის რეესტრის აღმასრულებელ დირექტორად 2023 წლის ივლისში. ის არის აღიარებული ექსპერტი, 19 წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო საარბიტრაჟო და ტრანსსასაზღვრო სამართალწარმოებაში. ის ასევე აღიარებულია GAR100-ით.
2022 წლის მაისში მარკიანი დაინიშნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის ჯგუფის წევრად. მანამდე მუშაობდა უკრაინის საერთაშორისო რეპარაციების მექანიზმის კონცეფციაზე და მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც 2022 წლის 14 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერდა ამგვარ მექანიზმს.

 
მაია ბაქრაძე

მაია ბაქრაძე

მაია ბაქრაძეს აქვს სპეციალობით მუშაობის 21 წლის გამოცდილება. მათ შორის ათი წლის განმავლობაში იყო მოსამართლე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო თერთმეტი წელი ადვოკატი – ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, აქვს სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა საქმეებში.

ქალბატონი მაია კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში საქართველოს უნივერსიტეტში, ასევე არის მოწვეული ტრენერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იუსტიციციის სასწავლო ცენტრში. აქვს სამართლებრივი დასკვნების მომზადების, საარბიტრაჟო დავაში არბიტრად მონაწილეობის გამოცდილება. ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობის ფარგლებში, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, იგი ახორციელებდა საექსპერტო საქმიანობას, კანონმდებლობის კვლევებს, მართლმსაჯულების ადმინისტრირების მიმართულებით. გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების დაკვეთით მუშაობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტსა და სახელმძღვანელოზე მოსამართლეთათვის „გადაწყვეტილების შედგენის ტექნიკა“.

მაია ბაქრაძე არის თანაავტორი წიგნისა „სახელმძღვნელო მოსამართლეთათვის „მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეთა განხილვის თავისებურებები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას“ თანაავტორი (გამოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ), პრაქტიკული სახელმძღვანელოსი პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის „მართლმსაჯულებისადმი ქალთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა".
სტივენ ფინიციო

სტივენ ფინიციო

სტივენ ფინიციო საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იურისტია ლონდონში. იგი შესულია ევრომანის მსოფლიოს წამყვანი არბიტრაჟის ექსპერტების გზამკვლევში და ასევე მისი სახელი გვხვდება ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა Legal 500, Chambers Global, Chambers Europe, Global Arbitration Review’s Who’s Who in International და Legal Media Group-ის The Best of the Best. ბ-ნი ფინიციო 2000 წლიდან ცხოვრობს ფირმის ოფისში ლონდონში.

ბ-ნი ფინიციოს პრაქტიკა მოიცავს საერთაშორისო არბიტრაჟის და დავების ალტერნატიულ გადაწყვეტას, ზოგად კომერციულ სამართალწარმოებას და შიდა გამოძიებას, რომელიც მიმართულია რთულ კომერციულ და მარეგულირებელ საკითხებზე. ბ-ნი ფინიციო ასევე ასრულებს არბიტრის მოვალეობასაც.
ბ-ნ ფინიციოს განსაკუთრებული გამოცდილება აქვს აქციონერების, ნავთობისა და გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური სერვისების, ერთობლივი საწარმოსა და M&A საკითხებში.